Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სინგაპურის ფორუმში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ხელს ვერაფერი შეუშლის აზიაში სამხედრო პოზიციის გაძლიერებაში. ჰეიგელი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრა სინგაპურში, სადაც 30 მაისს იწყება ორდღიანი ფორუმი, სახელწოდებით - „შანგრი-ლას დიალოგი“. მგზავრობისას ჰეიგელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი აქვს 10 ორმხრივი და სამი სამმხრივი შეხვედრა, რომელთა მიზანი ურთიერთბების გაუმჯობესება და დაძაბულობის მოხსნაა. სინგაპურის ფორუმი თავს მოუყრის თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტებსა და მაღალჩინოსნებს აზიიდან, აშშ-დან და ავსტრალიიდან. ჰეიგელის განრიგში შედის შეხვედრა ჩინეთის არმიის გენერალთან, რომელიც ფორუმზე ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს. „შანგრი-ლას დიალოგში“ მონაწილეობის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გეგმავს აზიასა და ევროპაში ტურნეს, რომელიც ათ დღეს გასტანს.
XS
SM
MD
LG