Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კანონმდებლები ნატოს გენერალურ მდივანს მოუწოდებენ "მისტრალების" შეძენისკენ


ამერიკელმა კანონმდებლებმა საფრანგეთს მოუწოდეს აღარ მიყიდოს რუსეთს „მისტრალის“ კლასის ორი ვერტმფრენმზიდი. ნატოს გენერალური მდივნისადმი გაგზავნილ წერილში კი აღნიშნულია, რომ, თუკი „მისტრალებს“ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეიძენს, ეს იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გაგზავნილი „ძლიერი სიგნალი“. კერძოდ, პუტინს ეცოდინებოდა, რომ ნატო არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება და არ დაუშვებს მის გაუაზრებელ ნაბიჯებს. ანდერს ფოგ რასმუსენისადმი გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი - ელიოტ ენგელი, კონგრესმენი მაიკლ ტერნერი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი - უილიამ კიტინგი.
XS
SM
MD
LG