Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახალხო ნდობის საბჭომ“ თანამდებობიდან გადააყენა სოხუმის მერი


ოპოზიცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და დროებითი პრეზიდენტის არჩევას აპირებს. გვიან ღამით ოპოზიციურმა პარტიებმა სოხუმში გამართულ მიტინგზე გამოაცხადეს, რომ შექმნილია 21-წევრიანი, დროებითი „სახალხო ნდობის საბჭო“, რომელსაც რაულ ხაჯიმბა უხელმძღვანელებს და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს შეასრულებს. სააგენტო „აფსნიპრესი“ დღეს იუწყება, რომ „სახალხო ნდობის საბჭომ“ თანამდებობიდან გადააყენა სოხუმის მერი ალიას ლაბახუა და მოვალეობის დროებით შესრულება კონსტანტინე ფილიას დაავალა.
XS
SM
MD
LG