Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ უკრაინაში მეორე სადამკვირვებლო ჯგუფთანაც დაკარგა კონტაქტი


ეუთო აცხადებს, რომ დაკარგა კონტაქტი აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ მეორე სადამკვირვებლო ჯგუფთანაც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ლუგანსკის ოლქში მოქმედმა სეპარატისტებმა გაანთავისუფლეს ოთხი ევროპელი დამკვირებელი, რომლებიც წინა დღით დააკავეს. ლუგანსკის „სახალხო ფრონტის“ ლიდერის ალექსეი ჩმილენკოს თანახმად, დაკავებულებს შეუმოწმეს დოკუმენტები, გააფრთხილეს, რომ თანმხლები პირების გარეშე რეგიონში აღარ იარონ და გაათავისუფლეს. სეპარატისტების ტყვეობაში რჩება ეუთოს ოთხი დამკვირვებელი, რომლებიც დონეცკში მოქმედმა სეპარატისტებმა 26 მაისს დააკავეს.
XS
SM
MD
LG