ინდოეთში ორი დის, 14 და 16 წლის გოგონების გაუპატიურებასა და დახოცვაში ეჭვმიტანილი ხუთი კაცი, მათ შორის ორი პოლიციელი დააკავეს. ინციდენტი მოხდა უტარ-პრადეშის შტატში. დახოცილების მამამ პოლიციას ბრალი დასდო, რომ 27 მაისს მან არ მიიღო გოგონების გაუჩინარების გამო განცხადება. მოგვიანებით ისინი გაუპატიურებული და ჩამომხრჩვალი იპოვნეს.