Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა ტყვეობიდან ამერიკელი სერჟანტის დახსნის შემდეგ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა იმედი გამოთქვა, რომ მორიგებამ თალიბებთან, რასაც მოჰყვა ამერიკელი სერჟანტის ტყვეობიდან გამოხსნა, შეიძლება მიგვიყვანოს ავღანელ მეამბოხეებთან შერიგების საქმეში გარღვევასთანო. „ჩვენი მთავარი მიზანი იყო სერჟანტ ბერგდალის განთავისუფლება და ამას მივაღწიეთ. როგორც მეც და პრეზიდენტ ობამამაც ვთქვით, ბევრი ადამიანის დახმარებით. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. მიგვიყვანს თუ არა ეს თალიბანთან შერიგების საქმეში გარღვევასთან, ვერ გეტყვით. იმედია, შეიძლება მიგვიყვანოს“. სერაჟანტი ბერგდალი გაცვალეს ხუთ თალიბ პატიმარზე, რომლებიც გუანტანამოს საპატიმროში ჰყავდათ. მორიგებას შუამავლობდა კატარის ამირა. ჰეიგელი ავღანეთში ჩავიდა პირველ ივნისს, ერთი დღის შემდეგ რაც სერჟანტი გაათავისუფლებს ხუთწლიანი ტყვეობიდან.
XS
SM
MD
LG