Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის ლიდერი თავისი მებრძოლების ამერიკელ სერჟანტში გაცვლას გამარჯვებად მიიჩნევს


ავღანელი თალიბების ლიდერი, მოლა მოჰამად ომარი ქებით მოიხსენიებს ხუთი მეამბოხის გაცვლას ალიბის მიერ დატყვევებულ ამერიკელ სამხედროში, როგორც „დიდ გამარჯვებას“. იშვიათ საჯარო განცხადებაში, პირველ ივნისს მოლა ომარი ამბობს, რომ გამოვხატავ ჩემს გულითად მილოცვას მთელი ავღანელი მაჰმადიანი ხალხისადმიო. აშშ-ის სერჟანტი, ბუო ბერგდალი ბოლო ამერიკელი სამხედრო იყო, რომელიც თალიბანს ჰყავდა ტყვეობაში. ის გუშინ გაცვალეს და დღეს უკვე გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალშია გამოკვლევაზე. გაცვლა მოხდა კატარის ამირას შუამავლობით. აშშ-ის თადაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა დაიცვა ტყვეების გაცვლა კონგრესის კრიტიკისგან, რომ არ იყო პატიმრების გაშვების წინ შეტყობინების 30 დღიანი ვადა დაცული. ჰეიგელის თქმით, აშშ-ს სწრაფად უნდა ემოქმედა, რათა გადაერჩინა ჯარისკაცის სიცოცხლე.
XS
SM
MD
LG