Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში განახლდება მოლაპარაკება რუსეთის მიმართ უკრაინის ვალზე


2 ივნისს ბრიუსელში გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის მიმართ უკრაინის დავალიანების საკითხზე. გასულ კვირაში, 30 ივნისს ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში - გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესის შესანარჩუნებლად უკრაინამ „გაზპრომს“ გადაურიცხა დავალიანების ნაწილი - 786 მილიონი აშშ დოლარი. ოტინგერმა აღნიშნა, რომ თანხის გადარიცხვა შექმნიდა საფუძველს 2 ივნისს მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მორიგ რაუნდზე შესაძლებელი იქნება გარღვევა. რუსეთი უკრაინისგან ითხოვდა 30 მაისამდე 2 მილიარდი დოლარის გადახდას. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ 7 ივნისისთვის უკრაინის დავალიანება 5 მილიარდ 200 მილიონი დოლარი იქნება და მის სრულად დაფარვას მოითხოვს. რუსეთი თვლის, რომ მომავალში უკრაინამ წინასწარ უნდა გადაუხადოს გაზის საფასური.
XS
SM
MD
LG