Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი გადადგა


ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი გადადგა და ტახტი თავის ვაჟიშვილს, ფელიპეს დაუთმო. ამ, მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ 2 ივნისს გამოაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ. მისი განმარტებით, მეფის გადადგომას პირადი მიზეზები აქვს. 76 წლის ხუან კარლოსმა თითქმის 40 წელი დაჰყო სამეფო ტახტზე და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1970-იან წლებში ესპანეთის დემოკრატიზაციის პროცესში, ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ, მაგრამ ბოლოხანს დაკარგა მოსახლეობის მხარდაჭერა მისი ქალიშვილის, კრისტინას სახელთან დაკავშირებული კორუფციის სკანდალის გამო.
XS
SM
MD
LG