Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 22 ადამიანი შეიწირა


ერაყში, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებსა და ალ-ყაიდის მოკავშირე მეამბოხეებს შორის შეტაკებების შედეგად. დაპირისპირება მოხდა დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციის ქალაქ ფალუჯაში და მის მახლობლად. მედიკოსების ცნობით, დაიჭრა 36 ადამიანი. ფალუჯას, რომელიც ბაღდადიდან 70-მდე კილომეტრში მდებარეობს, ხუთ თვეზე მეტი ზანია, აკოტროლებენ ისლამისტი მეამბოხეები და მთავრობის მოწინააღმდეგე კლანების წევრები. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახური იუწყება აგრეთვე, რომ ფალუჯის მახლობლად მდებარე ქალაქ რამადიში ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა დაიღუპა სროლის შედეგად, დაიჭრა ასევე ერთი სტუდენტი. იანვრის შემდეგ ანბარის პროვინციაში ძალადობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, ასიათასობით ადამიანს მოუწია შინიდან გაქცევა.
XS
SM
MD
LG