Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებისას


ბერლინში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ღარიბაშვილის და მერკელის ერთობლივი პრესკონფერენცია. ღარიბაშვილმა მადლობა გადაიხადა მხარდაჭერისათვის, რომელიც კანცლერმა აღუთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საქმეში. "ასევე მივიღეთ მხარდაჭერა, რომ გაღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია დანარჩენი ევროპული ქვეყნებისათვის, რომ საქართველოში ბიზნეს-გარემო დღითიდღე უმჯობესდება", განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს „მოტივირებული, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი“ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG