Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხელისუფლება კიბერდანაშაულში სდებს ბრალს რუსეთის მოქალაქეს


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის მოქალაქეს დასდო ბრალი გლობალური კიბერ-დანაშაულის განხორციელებაში. ევგენი ბოგაჩოვს ბრალად ედება მილიონზე მეტ კომპიუტერზე თავდასხმაში მონაწილეობაში. ბრალდება გაისმა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ მოიპოვა კონტროლი იმ დანაშაულებრივ კომპიუტერულ ქსელზე, რომელიც პირადი და ფინანსური ინფორმაციის მოპარვისთვის იყო შექმნილი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოგაჩოვი, რომელიც ცნობილია მეტსახელებით „ლაკი12345“ და „სლავიკ“, ბოლოს რუსეთის კურორტ ანაპაში ცხოვრობდა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა „პროდუქტიული“ იყო.
XS
SM
MD
LG