Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნებია


სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ბაშარ ალ-ასადის კრიტიკოსები 3 ივნისის არჩევნებს ფარსს უწოდებენ. არავის აეჭვებს, რომ არჩევნებში ასადი გაიმარჯვებს. თუმცა, თეორიულად ეს არჩევნები არის პირველი სირიის ბოლო 50 წლის ისტორიაში, როცა საარჩევნო ბიულეტინზე პრეზიდენტობის ერთზე მეტი კანდიდატია დასახელებული. ასადს ორი - პრაქტიკულად, უცნობი ოპონენტი ჰყავს - მაჰერ ალ-ჰაჯადი და ჰასან ალ-ნური. არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ ასადის რეჟიმის რეალურ ოპონენტებს. კენჭისყრა მხოლოდ არმიის მიერ კონტროლირებულ რეგიონებში ჩატარდება. სირიაში სამწლიან სამოქალაქო ომს 160 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან მეთვალყურეები ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან და რუსეთიდან. აშშ-მა ამ არჩევნებს „დემოკრატიის პაროდია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG