უკრაინიდან იუწყებიან ახალ შეტაკებებზე, რომლებიც აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებთან, სლავიანსკთან და კრამატორსკთან მიმდინარეობს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის ინფორმაციით, რომელიც მან სოციალურ ქსელ "ფეისბუკით" გაავრცელა, „ძალიან ინტენსიური ურთიერთსროლაა“ სლავიანსკის მახლობლად. ჯერ არაფერს იუწყებიან მსხვერპლის შესახებ. 2 ივნისს, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად ლუგანსკში, რეგიონული ადმინისტრაციის შენობაში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ჯანდაცვის უწყების ადგილობრივი წარმომადგენელი ამბობს, რომ ინციდენტმა შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კიევი უარყოფს მეამბოხეების ბრალდებას, რომ აფეთქება მთავრობის ჯარების იერიშის შედეგი იყო.
ყველაზე პოპულარული
1