Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ შვიდი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა გზის პირას ჩადებულ ბომბმზე სამგზავრო მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფარაჩინართან - უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ რეგიონში. ამ ინციდენტის ფონია პაკისტანის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი გაააქტიურება თალიბების და სხვა ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, რომელსაც ადგილობრივი კლანები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG