Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის აეროპორტი 30 ივნისამდე დაიხურა


დონეცკის სერგეი პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აეროპორტი 30 ივნისამდე ვერ მოემსახურება რეისებს. გადაწყვეტილება უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო შეუძლებელია ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა, შესაძლოა, მეტი ხნითაც შეჩერდეს. 26 მაისს დონეცკის აერპორტთან დაიწყო ბრძოლა უკრაინის სამხედროებსა და თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეომრებს შორის. საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებული იყო ვერტმფრენები და არტილერია. სხვადასხვა მონაცემებით, მოკლულია 50-დან 200-მდე სეპარატისტი. შეტაკებების დაწყებიდან მეორე დღეს სამხედროებმა აეროპორტის გაკონტროლება შეძლეს.
XS
SM
MD
LG