Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია


თბილისში მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებებისთვის. მათი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობაზე, გზების და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის და განათლების სფეროების დაფინანსებასა და სხვა პროექტებზე, რომლებიც პრემიერის შეფასებით, წარმატებით მიმდინარეობს. „ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო იმის შესახებ, ივსება თუ არა ბიუჯეტი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ სტაბილურად გავაგრძელეთ ქვეყნის განვითარება, წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა, ეკონომიკურმა ზრდამ კი 7,4% შეადგინა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG