Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთთან საზღვრის მონაკვეთი ჩაიკეტება


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის ცენტრალური ნაწილისა და დონეცკის ოლქის სამხრეთში რუსეთთან საზღვრის მონაკვეთი ჩაიკეტება. ოთხშაბათს სლავიანსკის შესასვლელში განთავსებულ ბლოკ-საგუშაგოზე მყოფმა ტურჩინოვმა ჟურნალისტება განუცხადა, რომ საზღვრის მონაკვეთის გადაკეტვით „მინიმუმამდე დავა“ მეამბოხეების იარაღით მომარაგება. საზღვრის კონტროლის მნიშვნელობა კარგად ესმით მეამბოხეებსაც. თითქმის ყოველდღე ვრცელდება ცნობები სასაზღვრო ნაწილებზე თავდასხმების შესახებ. ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ცნობა ლუგანსკის სასაზღვრო რაზმისა და „სტანიჩნო-ლუგანსკოეს“ სასაზღვრო სამსახურის განყოფილების „უსაფრთხო ადგილას“ გადაყვანის შესახებ. 5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მესაზღვრეებმა ნაწილი დატოვეს ქალაქ სვერდლოვსკში, რადგან სეპარატისტებმა მათი ბლოკირება შეძლეს.
XS
SM
MD
LG