1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარებმა შეუტიეს ნორმანდიის სანაპიროებს საფრანგეთის ჩრდილოეთში. ამ ოპერაციას დასავლეთში D-Day-ს სახელით იცნობენ. ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურ საზღვაო იერიშში, რომელმაც გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში, 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით როიტერის სააგენტოს ფოტოგრაფმა, კრის ჰელგრენმა 1944 წლის ოპერაციის დროს გადაღებული საარქივო ფოტოები შეაგროვა, მერე კი ძველ სურათებზე აღბეჭდილ ადგილებს თავადაც ეწვია - იმის გადასაღებად, თუ როგორ გამოიყურება ისინი დღეს.
ნორმანდიის სანაპირო მოკავშირეთა გადასხმისას და დღეს
11
„კრომველის“ ტიპის ტანკი წინ მიუძღვის ბრიტანეთის სამხედროთა კოლონას ვერ-სიურ-მერთან.
12
აშშ-ის საჰაერო მედესანტეები მართავენ გერმანულ მანქანას, რომელიც მათ მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღეს, ქალაქ კარენტანში იგდეს ხელთ.
13
კანადელი სამხედროები პატრულირებენ ქალაქ კენის სენ-პიერის ქუჩას, რომელიც, გერმანელებთან ბრძოლის შედეგად, ნამსხვრევებით არის მოფენილი.
14
გერმანელი სამხედროს გვამი ქალაქ კენის მთავარ მოედანზე, პლას დიუ მარშეზე, მას შემდეგ, რაც ქალაქზე კონტროლი დაამყარეს ამერიკელმა სამხედროებმა.
15
ბრიტანელი სამხედროები ყარაულობენ ქალაქ კენის დანგრეულ მოედანს, ქალაქიდან გერმანიის ძალების გაძევების შემდეგ (1944 წლის ივლისი).
16
მარჯვნივ: აშშ-ის სამხედრო რეინჯერები დანგრეულ ბუნკერთან. ორი დღის წინ მათ დაიკავეს ეს სტრატეგიული ადგილი, რომელიც გადაჰყურებს მოკავშირეთა გადასხმის ოპერაციისთვის განსაზღვრულ სანაპიროებს პუანტ დიუ ოკთან.
17
„ჯუნოს სანაპიროზე“ გერმანელი სამხედრო ტყვეები მიემართებიან გემისკენ, რომელმაც ისინი ინგლისში უნდა წაიყვანოს. 1944 წლის 6 ივნისს გერმანელი ჯარისკაცები ტყვედ ჩაუვარდნენ კანადელებს.