კიევში გაიმართა უკრაინის დედაქალაქის მერად ვიტალი კლიჩკოს ინაუგურაცია. კიევის საკრებულოს წინაშე გამოსვლისას, კლიჩკომ, რომელიც პარტია "უდარის" ლიდერია და კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ისაუბრა კორუფციის მიმართ "ნულოვან ტოლერანტობაზე". კლიჩკო იყო ერთ-ერთი ლიდერი პროევროპული საპროტესტო მოძრაობისა, რომელმაც წელს, თებერვალში აიძულა გადადგომა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს. ვიტალი კლიჩკოს ხმების 57% ერგო კიევის მერის 25 მაისს გამართულ არჩევნებში. ამავე დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება.