Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ჩაკეტა ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთთან საზღვარზე


უკრაინამ ჩაკეტა ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთთან საზღვარზე, რუსეთის მომხრე მეამბოხეებთან ინტენსიური შეტაკებების შემდეგ. უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის 5 ივნისის განცხადებით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დაიხურა ლუგანსკის რაიონში და ამ ადგილებიდან გაიყვანეს მესაზღვრეები ვითარების „უკიდურესად გამწვავების“ გამო. საზღვრის დაცვის სამსახური იუწყება ასევე, რომ შეტაკებების გრძელდება დონეცკის რეგიონში, მარინოვკის პოსტთან, რომელზეც წინა ღამეს მიიტანეს იერიში სეპარატისტებმა. უკრაინის მთავრობის ცნობით, შეიარაღებული პირები რუსეთის ტერიტორიიდან გადადიან უკრაინაში. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ ათასობით ლტოლვილია გადასული უკრაინიდან რუსეთში. კიევი უარყოფს ამ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG