Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადაში დააკავეს 3 პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი


მედია იუწყება, რომ კანადის პოლიციამ დააკავა შეიარაღებული პირი, რომელიც ეჭვმიტანილია სამი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში. დაჭრილთაგან ერთ-ერთი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. მეორე დაჭრილი სტაბილურ მდგომარეობაშია. კანადის ნიუ ბრანსვიკის პოლიციის ინფორმაციით, ჯასტინ ბურკე შუაღამისას დააკავეს. მას ორი დღე-ღამის განმავლობაში ეძებდნენ. სკოლები და საჯარო უწყებები დახურული იყო, ქალაქ მონკტონის მცხოვრებლებს კი ძებნის ოპერაციის დასრულებამდე სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კამუფლაჟის ფორმაში ჩაცმული და ავტომატური იარაღით აღჭურვილი კაცი მონკტონის ჩრდილოეთში რამდენჯერმე შენიშნეს. ოპერაციაში რამდენიმე ათეული პოლიციელი მონაწილეობდა, გამოყენებული იყო დაჯავშნული ტრანსპორტიც.
XS
SM
MD
LG