ქაბულში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს წინ ორი ბომბი აფეთქდა მაშინ, როცა იქ პრეზიდენტობის კანდიდატი, აბდულა აბდულა მართავდა აქციას. აბდულა, რომელიც ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, აცხადებს, რომ მიზანში მისი მანქანა ამოიღეს, თუმცა თავად მან უვნებლად შესძლო გადარჩენა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური ავრცელებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს, რომ აფეთქებას ოთხი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. აბდულას თქმით, მოგვიანებით, როცა ის სახალხო ისლამური პარტიის აქციას ტოვებდა, მისი მანქანა გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ დააზიანა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. აბდულას ლიდერად მიიჩნევენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 14 ივნისს არის დანიშნული. მისი მეტოქეა ყოფილი ფინანსთა მინისტრი, აშრაფ ღანი, რომელმაც თავდასხმა ტვიტერის მეშვეობით დაგმო. ღანის შეფასებით, ეს იყო „ავღანეთის მტრების ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისთვის ხელის შეშლას“.
ყველაზე პოპულარული
1