საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სიტყვით მიმართა ქართველ სამხედროებს, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიას შეუერთდებიან. "დღეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ავღანეთში და გავაკეთებთ აფრიკაში, კიდევ უფრო გაამაგრებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ავტორიტეტს, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ექვსთვიანი სამშვიდობო მისიით მიემგზავრება. საქართველო პირველად ერთვება ევროკავშირის სამხედრო მისიაში.
ყველაზე პოპულარული
1