Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი – 1039-ე გამოშვება


ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი
ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი
"მეათე სტუდიაში" გამოვეხმაურებით გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, 6 ივნისის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, და ვისაუბრებთ გერმანია-რუსეთის ურთიერთობაზე, ვისაუბრებთ მიზეზებზე, რომელთა გამოც გერმანიაში ბევრს აქვს რბილი, შემრიგებლური პოზიცია რუსეთის მიმართ. გერმანიაში რუსეთისადმი დამოკიდებულებას ასახავს ვალერი გერგიევის გარშემო შექმნილი ვითარება: ეს ცნობილი რუსი დირიჟორი მომავალი წლიდან ხდება მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი, მიუხედავად მისი ღია მხარდაჭერისა პუტინის პოლიტიკის მიმართ. შემდეგ საქართველოს მივაშურებთ და გიამბობთ ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის პროექტზე, რომელიც ეძღვნება ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობის მე-300 წლისთავს. მიგიწვევთ ელიავას ბაზრობაზეც - კერძოდ, ჯიხურში, რომლის ნომერიცაა 156: მასში ორი უცხოელი ხელოვანი მუშაობს. ბოლოს სპორტზეც ვისაუბრებთ - ფეხბურთზე, რახან რამდენიმე დღეღა რჩება ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG