Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედროების ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნისათვის ევროკავშირი საქართველოს მადლობას უხდის


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, კეთრინ ეშტონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის სამხედრო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კეთრინ ეშტონის წერილში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მისიაში, მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაგზავნა საქართველოს ამ მისიის რიგით მეორე - ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს. ქართველი სამხედროების გაძლიერებული ასეულის გაცილების ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 6 ივნის გაიმართა. ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაპირისპირებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ქვედანაყოფი, როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასნიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, უსაფრთხო ადგილზე განლაგდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მალის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობასაც აფასებს. "მსურს ასევე მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს შემოთავაზებისთვის, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ეგიდით აფრიკაში მიმდინარე მეორე სამხედრო ოპერაციაში, კერძოდ, ესაა სამხედრო წვრთნის მისია მალიში", -აღნიშნავს ქეთრინ ეშტონი.
XS
SM
MD
LG