Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობის შედეგად 200 კაცი ავღანეთში ჯერაც დაკარგულად ითვლება


ჩრდილოეთ ავღანეთის სოფლების მოსახლეობა სასოწარკვეთილი ეძებენ ოჯახის წევრებსა და მეზობლებს, რომლებიც ორი დღის წინ წყალდიდობის შედეგად დაკარგულად ითვლებიან. სტიქიამ 2000 სახლი დაანგრია, ათობით ადამიანი დახოცა და ათასობით კი უსახლკაროდ დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა 75 გვამი იპოვეს ბაგლანის პროვინციის გუზარგაი ნურის ოლქის სოფლებში. არსებობს საშიშროება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში იმ დროს, როდესაც წყლის ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დაანგრია.
XS
SM
MD
LG