18 კაცი დაიღუპა და 55 დაშავდა ბაღდადის ჩრდილოეთით, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ქურთთა პოლიტიკური პარტიის ოფისთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა დანაღმული ჟილეტი მოქმედებაში მოიყვანა ქურთთა პატრიოტული კავშირის ოფისის შესასვლელთან ქალაქ ჯალულაში, რომელიც ბაღდადიდან 125 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ჯალულა ეთნიკური შემადგენლობით ჭრელი ქალაქია დიალას პროვინციაში. აფეთქების შედეგად ახლომდებარე რამდენმე სახლი და ავტომანქანაც დაზიანდა.