Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში საპარლამეტო არჩევნები ტარდება


თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელზეც დამკვირვებლები 12 ქვეყნიდან არიან მოწვეულები. სააგენტო "რესი" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კაზულატ ცხოვრებოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები ჩავიდნენ აფხაზეთიდან, დნესტრისპირეთიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, ყარაბაღიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და რუსეთიდან. ცხოვრებოვის თქმით, ამ ქვეყნებმა დამკვირვებლებად ცხინვალში არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები გაგზავნეს. თვითგამოცხადებული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება. ხმა 24%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტში 34 ადგილისთვის 9 პარტია იბრძვის.
XS
SM
MD
LG