5 ივნისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიუბომირ ზაორალეკი. 9-12 ივნისს პრაღაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იწყება საქართველოს დღეები. რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება - ბიზნესფორუმი, კონცერტი, წიგნების პრეზენტაცია, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია და მიღება საქართველოს საელჩოს სახელით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ზაალ გოგსაძე, რომელთან ინტერვიუ კობა ლიკლიკაძემ სწორედ საქართველოში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და ჩეხეთ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.