Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა-რუსეთის საზღვრის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი დაცვის გარეშეა დარჩენილი


სააგენტო „უნიანი“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ გასულ კვირაში პრო-რუსულად განწყობილი „შეიარაღებული ტერორისტების“ ყველაზე აქტიური შეტევები ხორციელდებოდა უკრაინა-რუსეთის საზღვართან. შედეგად, უკრაინის მთავრობამ გადაწყვიტა დროებით დაეკეტა რვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. თუმცა, საზღვრის დაცვის გაძლიერება რთული ამოცანა აღმოჩნდა. „უნიანის“ თანახმად, დღეს ფაქტობრივად სასაზღვრო დაცვის გარეშეა დარჩენილი საზღვრის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი დონბასში. უკრაინა-რუსეთის საზღვარი მთლიანად დაახლოებით 2300 კილომეტრს შეადგენს. აქედან სახმელეთო საზღვარი თითქმის 2000 კილომეტრია. უკრაინის 23 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ეს საზღვარი სავსებით უსაფრთხოდ ითვლებოდა. არ არსებობდა არანაირი წინაღობა და რუსეთისგან დაცვის სტრატეგია. მესაზღვრეები ფაქტობრივად პოლიციელებად აქციეს. მათ მხოლოდ კონტროლის ფუნქცია ჰქონდათ დატოვებული.
XS
SM
MD
LG