Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცსკ-ის თანახმად, ყველაზე მეტი ხმა „ედინაია ოსეტიამ“ მიიღო


პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცსკ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, „ედინაია ოსეტიას“ ხმების 43,19 %-აქვს. მას 13,24%-ით მოსდევს პარტია ხალხთა ერთობა, მესამე ადგილზე ხმების 9%-ითაა სახალხო პარტია და მეოთხეზე 7,47%-ით პარტია „ნიხასი“. დე ფაქტო რესპუბლიკის ცსკ-ის თავმჯდომარის ბელა პლიევას განცხადებით, არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა პარტიებმა 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. პლიევას ცნობითვე, ამომრჩეველთა აქტივობამ 60,47% შეადგინა.
XS
SM
MD
LG