10 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი გელა ენდრიუ სული. მან ილაპარაკა კინოსტუდიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული კინოს პოპულარიზაციას ემსახურება და განიხილა, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი. საუბარი შეეხო ასევე თანამედროვე ქართული კინოს დღევანდელ როლსა და სამომავლო პერსპექტივებს.
-
ნიკო ნერგაძე
ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.