Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გუგლი" ყიდულობს სატელიტების მწარმოებელ კომპანიას


10 ივნისს ამერიკულმა კორპორაცია „გუგლმა“ გამოაცხადა, რომ 500 მილიონ დოლარად ყიდულობს „სკაიბოქს იმიჯინგს“. ეს გარიგება „გუგლს“ საშუალებას მისცემს სატელიტების საკუთარი ფლოტი გაგზავნოს კოსმოსში და მსოფლიოს მიუწვდომელი ადგილების ფოტოები გადაიღოს. „გუგლი“ აპირებს „სკაიბოქსის“ უკვე ორბიტაზე მყოფი სატელიტის ინფორმაციით ჩაანაცვლოს მონაცემები, რომლისთვისაც 1000-ზე მეტ წყაროს (მათ შორის - სხვა სატელიტურ კომპანიებს) ლიცენზიის საფასურს უხდის. საბოლოოდ „გუგლი“ აპირებს ააწყოს მეტი სატელიტი, რომლითაც მსოფლიოში ინტერნეტზე წვდომას გააფართოებს.
XS
SM
MD
LG