Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი წინასწარ არჩევნებში დაამარცხა ახალბედა კანდიდატმა


აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერი ერიკ კანტორი ვირჯინიის შტატში, თავის საარჩევნო ოლქში ჩატარებულ პირველად არჩევნებში დამარცხდა. ის მომავალ წელს დატოვებს კონგრესს. ბევრი ერიკ კანტორს წარმომადგენელთა პალატის მომავალ სპიკერადაც კი განიხილავდა. მან მოულოდნელი მარცხი განიცადა ახალბედა პოლიტიკოსთან, კოლეჯის პროფესორ დეივ ბრეტთან. ბრეტი რესპუბლიკური პარტიის მეტად კონსერვატიული ფრთის - „ჩაის პარტიის“ მოძრაობის წარმომადგენელია. გამარჯვებულმა დეივ ბრეტმა წინასაარჩევნო კამპანია ააგო ერიკ კანტორის მიერ კონსერვატიული იდეალებისა და პრინციპების დათმობის თემაზე. კერძოდ, ბრეტი ამტკიცებდა, რომ კანტორმა ზედმეტად ლიბერალური პოზიცია დაიკავა საბიუჯეტო ხარჯების, სახელმწიფო ვალისა და აშშ-ში არალეგალური მიგრაციის საკითხების მიმართ. ნოემბერში აშშ-ში კონგრესის არჩევნები ჩატარდება.
XS
SM
MD
LG