Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქალაქებში საპროტესტო აქციას გეგმავენ ტაქსის მძღოლები


ევროპის ქალაქებში საპროტესტო აქციას გეგმავენ ტაქსის მძღოლები. 11 ივნისს ისინი ლონდონში, ბერლინში, პარიზსა და სხვა ქალაქებში ქუჩების გადაკეტვას აპირებენ ევროპულ ბაზარზე მომუშავე ამერიკული კომპანიის „უბერის“ მიმართ პროტესტის ნიშნად. სან-ფრაცისკოში დაფუძნებული კომპანია „უბერი“ მომხარებელს საშუალებას აძლევს სმარტფონზე არსებული აპლიკაციიის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის საფასური. იგივე კომპანია მძღოლებს სთავაზობს აპლიკაციას, რომლითაც ისინი მგზავრობის საფასურს გამოთვლიან. ევროპელი ტაქსის მძღოლები თვლიან, რომ ამერიკულ კომპანია „უბერს“ აქვს უსამართლო უპირატესობა, რომელიც რეგულაციას არ ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG