Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტი: ქვეყანა მზადაა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისათვის


ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისათვის - მშენებლობების გაჭიანურებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. ტელემიმართვით გამოსვლისას, დილმა რუსეფმა აღიარა, რომ ტურნირის ორგანიზება რთული იყო, მაგრამ მისივე თქმით, მზად არის 12-ვე სტადიონი და ბრაზილია სიხარულით მიიღებს ფეხბურთის უცხოელ გულშემატკივრებს. რუსეფი ბრაზილიელებს მოუწოდებს, პრობლემების მიუხედავად გაერთიანდნენ თავიანთი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად 12 ივნისს, ჩემპიონატის პირველივე მატჩში.
XS
SM
MD
LG