Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს ერაყის მიმართ სოლიდარობისკენ


გაეროს გენერალური მდივანი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს გამოიჩინოს სოლიდარობა ერაყის მიმართ იმ დროს, როცა სუნიტი მეამბოხეები განაგრძობენ იერიშს. 11 ივნისს „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მეომრებმა აიღეს ქალაქი თიქრითი, წინა დღით კი ქალაქი მოსული. ერაყში შექმნილ ვითარებაზე სამსჯელოდ 12 ივნისს შეიკრიბება გაეროს უშიშროების საბჭო. თეთრი სახლის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ერაყში ვითარება გაუარესდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება ერაყს მეამბოხეებთან გამკლავებაში. პსაკის არ დაუზუსტებია დახმარების დეტალები. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იხილავს ერაყში უპილოტო თვითმფინავების გამოყენების საკითხს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
XS
SM
MD
LG