Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსმა" ახალი ანგარიში გამოაქვეყნა


12 ივნისს „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში - „ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე - 2014“. დოკუმენტის თანახმად, 2013 წელს გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიის საშუალო მაჩვენებელი გაუარესდა. ეს ტენდენცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ იცვლება. კორუფციის დონე გაიზარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. დემოკრატია შესუსტდა საბჭოთა კავშირის ყოფილ 12 ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. თუმცა, 2013 წელს სამოქალაქო საზოგადოების გამოცოცხლება შეინიშნებოდა უკრაინასა და ყირგიზეთში. დადებითი პროცესები აღინიშნა ბალკანეთშიც, მათ შორის - პროდუქტიული მოლაპარაკებები პრიშტინასა და ბელგრადს შორის კოსოვოს სერბებით დასახლებული რაიონების თაობაზე. „ფრიდომ ჰაუსის“ ზოგადი შეფასებით, გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების „უუნარო“ მთავრობები განაგრძობენ დემოკრატიის დასუსტებას.
XS
SM
MD
LG