Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეიშენალი: თურქეთში დემონსტრანტების გასამართლება „პოლიტიკურად მოტივირებულია“


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი თურქეთში ანტისამთავრობო გამოსვლების 26 მონაწილის სასამართლოს „საჩვენებელს“ უწოდებს. აქტივისტების პროცესი სტამბოლში 12 ივნისს იწყება. მათ ბრალად ედებათ ძალადობაში გადაზრდილი საპროტესტო აქციის ლიდერობა 2013 წლის ივნისში. ამნესტის მკვლევარი თურქეთში, ენდრიუ გარდნერი ამბობს, რომ განსასჯელთა დანაშაულის დამადასტურებელი იოტისოდენა მტკიცებულებაც არ არსებობს. გარდნერის თქმით, სასამართლო პროცესი შურისძიების სულისკვეთებას ატარებს და პოლიტიკურადაა მოტივირებული. აქტივისტებს შორის არიან ექიმები, ინჟინრები და არქიტექტორები. მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, სოციალური ქსელების მეშვეობით უკანონო აქციების ორგანიზება და დანაშაულებრივი ჯგუფის დაფუძნება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ შესაძლოა 29 წლით აღუკვეთონ თავისუფლება. სტამბოლში შარშანდელი გამოსვლები გარემოს დაცვის მიზნით დაიწყო მაგრამ გადაიზარდა მასშტაბურ დემონსტრაციებში პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის წინააღმდეგ. აქციების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი და დაშავდა 8000-მდე პირი.
XS
SM
MD
LG