Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე რუსეთიდან სამი ტანკი გადავიდა


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რეგიონში რუსეთის მხრიდან შევიდა სამი ტანკი და სხვა სახის სამხედრო მანქანები. მინისტრის, არსენ ავაკოვის თქმით, ტანკები და სხვა დაჯავშნული მანქანები უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებული გამშვები პუნქტიდან შევიდა. მისი თქმით, ტანკები დონეცკის რეგიონში, ქალაქ სნიჟნიეს საზღვარზე იყო და შემდეგ გორლივკაში გადაინაცვლა, სადაც მათზე მთავრობის ძალებმა მიიტანეს იერიში. მინისტრის თქმით, კოლონა განადგურებულ იქნა, მაგრამ შეტაკებები გრძელდება. ავაკოვის თქმით, ტანკები აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა მოსკოვის დაპირების მიუხედავად, რომ საზღვრებზე გაამკაცრებდა კონტროლს. რუსეთი უარყოფს სეპარატისტებისთვის დახმარების გაწევას.
XS
SM
MD
LG