Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში ააფეთქეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის მანქანა


სააგენტო "უნიანის" ცნობით, დონეცკში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერ დენის პუშილინის მანქანა ააფეთქეს. შედეგად დაშავდა 5 პირი. ოთხი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია და ოლქის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში იმყოფება. თვითონ პუშილინი მანქანაში არ იმყოფებოდა. აფეთქება ხუთშაბათს საღამოს დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან მოხდა.
XS
SM
MD
LG