Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სამხედროები უტევენ სეპარატისტების შტაბს მარიუპოლში


ქალაქ ნიკოლაევის სადესანტო ბრიგადის ქვედანაყოფები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობენ, რუსეთთან საზღვარზე ჩასაფრების პირისპირ აღმოჩნდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიღუპა სულ ცოტა ორი სამხედრო, 20-ზე მეტი დაჭრილია. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ოლეგ ლიაშკო იუწყება დონეცკის ოლქის სამხრეთში, მარიუპოლში შეტაკებების შესახებ. ლიაშკომ „ფეისბუკზე“ დაწერა: „ახლა მარიუპოლში ვარ. აქ დაიწყო ოპერაცია. იარაღის ჩაბარების მოთხოვნის პასუხად ჩვენს მეომრებს ცეცხლი გაუხსნეს“. ლიაშკოს ინფორმაციით, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მარიუპოლის შტაბის შტურმის დროს დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმ „აზოვის“ ერთი სამხედრო. მარიუპოლში სეპარატისტების შტაბის შტურმის შესახებ ინფორმაცია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ტვიტერზეც“ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG