Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მიუხედავად თალიბანის მუქარისა, საარჩევნო უბნებში რიგები დგას. პრეზიდენტობისთვის იბრძვიან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა და ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ ღანი. ეს არის ავღანეთის პირველი არჩევნები, რომელშიც ძალაუფლების დემოკრატიული წესით გადაცემა ხდება. როგორც ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, ნოორ მუჰამად ნოორმა უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ რედაქციას, საარჩევნო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. არჩევნებში ფავორიტად აბდულა აბდულა ითვლება.
XS
SM
MD
LG