Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: რუსეთში, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა შეინიშნება


ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამოაქვეყნეს ფოტოსურათები, რომლებიც შესაძლოა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან სამხედრო აქტიურობის გაძლიერებას ადასტურებდეს. ნატოს ექსპერტების კომენტარებში ნათქვამია, რომ ფოტოებზე აღბეჭდილია უკრაინის საზღვრის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული ტანკები. როგორც აღნიშნავენ მსგავსი ტანკები უკანაკნელი დღეების განმავლობაში გამოჩნდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილებშიც, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვის თქმით, ტანკებმა საზღვარი რუსეთის მხრიდან გადაკვეთეს. სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ მათ ტანკები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წაართვეს.
XS
SM
MD
LG