Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაროზუ: ევროკავშირი და აზერბაიჯანი აძლიერებენ მცდელობებს „სამხრეთის დერეფნის“ პროექტის განსახორციელებლად


ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს თქმით, ევროპის კავშირი და აზერბაიჯანი აძლიერებენ მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს „სამხრეთის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას. შაბათს ბაქოში გამოსვლისას ბაროზუმ თქვა, რომ, როგორც ორი მხარე შეთანხმდა, ეს მათი პრიორიტეტული პროექტი იქნება. ბრიუსელი იმედოვნებს, რომ „სამხრეთის დერეფანი“, რომელსაც ევროპის კავშირის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისთვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, 2019 წლისთვის დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, იტალიისა და ბულგარეთის გავლით. ევროპის კავშირი გაზზე მოთხოვნილების 60%-ს რუსეთიდან იკმაყოფილებს. როგორც ბაქოში ევროკავშირის მისიის თავმჯდომარემ, მალენა მარდმა განაცხადა, ვიზიტისას ბაროზუ შეეხო ასევე ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობებს.
XS
SM
MD
LG