Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი გამოვიდა მოწოდებით, თავი შეიკავონ ემოციებისა და პროვოკაციებისგან


თბილისში, ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმა მისცა საქართველოს მომავალს, წინსვლას და სტაბილურობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის და მაქსიმალურად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. პრემიერ-მინისტრმა ყველა პარტიას, აქტივისტსა და მხარდამჭერს მოუწოდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ემოციებისა და პროვოკაციებისგან. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა სამართალდამცავებსაც, მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და არჩევნების ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა. პრემიერის შეფასებით, არჩევნებისა მცირე ხარვეზები გამოიკვეთა, თუმცა ცესკო ძალიან ეფექტიანად მუშაობს. ზოგიერთ ოლქში არჩევნების მეორე ტურის ალბათობის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს ტრაგედია არ იქნება და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიული სახელმწიფოა.
XS
SM
MD
LG