Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის შეადგინა 16,65%


თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის შეადგინა 16,65%. ცესკოს ინფორმაციით, 12 საათისთვის ყველაზე დიდი აქტივობა - 30,8% რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი - 12,8% თბილისში იყო. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის უფლებით სარგებლობს საქართველოს 3429748 მოქალაქე. მათ უნდა აირჩიონ 12 თვითმმართველი ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი და პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით 71 საკრებულოს 2088 წევრი. მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს გამარჯვებისთვის ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება. საკრებულოს წევრები, მერები და გამგებლები 4 წლის ვადით აირჩევიან. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის სამხედრო მოსამსახურეებისთვის გახსნილია 9 სპეციალური უბანი. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 8 საარჩევნო უბანზე ხმის უფლებით სარგებლობს 521 პატიმარი, რომლებიც სასჯელს 5 წლამდე ვადით იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით აკვირდება 32 საერთაშორისო და 59 ადგილობრივი ორგანიზაცია.
XS
SM
MD
LG