Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 საათისთვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 34,64%-მა


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 17 საათისთვის მონაწილეობა მიიღო მილიონ 188 ათას 215-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 34,64%-ია. ცესკოს ინფორმაციით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39% იყო. დღევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საბოლოო ინფორმაციას კომისია უბნების დახურვიდან ნახევარ საათში, 20 საათსა და 30 წუთზე გამოქვეყნებს. 17 საათისთვის ყველაზე აქტიური იყო რაჭა-ლეჩხუმი, სადაც ხმა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52%-მა მისცა.
XS
SM
MD
LG