Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს


საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 20 საათზე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მან გამარჯვება მიულოცა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღევანდელი გამარჯვებით კოალიციამ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" უალტერნატივო ძალაა. "მიუხედავად უპრეცედენტოდ მაღალი საარჩევნო ბარიერის და კონკურენციისა, სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ 2012 დაწყებული დემოკრატიული ცვლილებები განვითარების ერთადერთი სწორი გზაა“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ქვეყნის მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ხალხი და ხელისუფლება საქართველოს ერთად მიყივანენ რეალურ დემოკრატიამდე. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგიზტპოლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ ყველა თვითმმართველ ქალაქში, თბილისში კი დავით ნარმანიამ პირველსავე ტურში დამარცხა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია. ნარმანიას გამარჯვებას ადასტურებს, თუმცა, მისი და მელიას მონაწილეობით არჩევნების მეორე ტურის ალბათობაზე მიუთითებს რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები.
XS
SM
MD
LG